საოპერაციო მომსახურება

ისარგებლეთ ბანკი ქართუს საოპერაციო მომსახურებით და სხვა დამატებითი პროდუქტებით (მიმდინარე ანგარიში, ინტერნეტბანკი, SMS-მომსახურება, ავტომატური გადარიცხვები, სატელეფონო მომსახურების 24-საათიანი სერვისი), რაც კიდევ უფრო გააადვილებს თქვენი კომპანიის ანგარიშების მართვას. ჩვენი პროფესიონალი კადრები დაგეხმარებიან ნებისმიერი ოპერაციის ოპერატიულად და წარმატებით შესრულებაში.

მიმდინარე ანგარიში

გახსენით მიმდინარე ანგარიშები ბანკი ქართუში ერონულ და უცხოურ ვალუტაში და განახორციელეთ შემდეგი საბანკო ოპერაციები:

  • გადარიცხვა ბანკის შიგნით;
  • გადარიცხვა სხვა ბანკში (როგორც საქართველოში ასევე საზღვარგარეთ);
  • ანგარიშზე თანხის დამატება;
  • ანგარიშიდან თანხის გატანა;
  • კონვერტაცია საკუთარ ანგარიშებზე;
  • კომუნალური გადასახადების გადახდა;
  • სხვა ოპერაციები.

მიმდინარე ანგარიშის მომსახურება

  • ანგარიშის გახსნა 10 ლარი

  • ანგარიშის მომსახურება უფასო

  • ანგარიშის ამონაწერი უფასო

  • SWIFT-ის ამონაწერი უფასო

  • ცნობის ან სხვა ფორმის მომზადება და სერვისცენტრებიდან გაცემა 10 ლარი

  • ცნობის ან სხვა ფორმის მომზადება და საჭიროების ადგილზე გაგზავნა 15 ლარი

  • დაკარგული საბუთის აღდგენა

    • 3 თვემდე ვადით5 ლარი

    • 3 თვეზე მეტი ვადით10 ლარი

  • საჩეკო წიგნაკის გაცემა10 ლარი

  • უმოძრაო ანგარიშის საკომისიო*1 ლარი თვეში

*უმოძრაო ანგარიშის საკომისიოს ჩამოჭრა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ კლიენტს მის სახელზე არსებულ არც ერთ ანგარიშზე არ განუხორციელებია ოპერაცია ბოლო 1 წლის განმავლობაში.

მომსახურების საკომისიოს ჩამოჭრა არ მოხდება იმ შემთხვევაში, თუ კლიენტის მიერ ანგარიშის შენარჩუნების ვალდებულება გამომდინარეობს ბანკთან გაფორმებული სხვა ხელშეკრულებიდან/ბანკის ინტერესებიდან ან ანგარიში აუცილებელია ბანკის მიერ კანონმდებლობის მოთხოვნების შესასრულებლად (რომელიმე აღნიშნული გარემოების მოქმედების განმავლობაში).

საკომისიო ძალაში შედის 2018 წლის 3 სექტემბრიდან.