კონვერტაციის კურსები და პირობები

კონვერტორი

ვალუტის კურსი

ვალუტა
ყიდვა
გაყიდვა
ოფიციალური
USD
2.9200
2.9850
2.9707
EUR
3.1200
3.2300
3.1890
EUR
3.1200
3.2300
3.1890
EUR
3.1200
3.2300
3.1890
EUR
3.1200
3.2300
3.1890

კლიენტს შეუძლია ბანკთან სავალუტო გარიგება დადოს როგორც კონტრაგენტმა: მოითხოვოს სპოტ* გარიგების კურსი და შეათანხმოს სასურველი პირობები (ასეთ შემთხვევაში ბანკი მოქმედებს როგორც პრინციპალი მოვაჭრე), ან მისცეს ბანკს დავალება, რომ მისი სპოტ სავალუტო გარიგების პირობები განათავსოს ბლუმბერგის სავაჭრო სისტემაში (ასეთ შემთხვევაში ბანკი მოქმედებს როგორც აგენტი მოვაჭრე).

სავალუტო ოპერაციები ბანკსა და კლიენტს შორის

ბანკი კლიენტებს სთავაზობს უცხოური ვალუტით ვაჭრობის მომსახურეობას.

ინტერნეტ ბანკის საშუალებით, სტანდარტული კურსით კლიენტს შეუძლია კონვერტაცია სასურველ ნებისმიერ დროს.

კლიენტებს შეუძლიათ წინასწარ შეთანხმებული სავალუტო გაცვლითი კურსით შეთანხმება, რისთვისაც აუცილებელია დაუკავშირდნენ ბანკს ინტერნეტ ბანკის ან ცხელი ხაზის საშუალებით, ასევე სერვისცენტრში ვიზიტით.

უცხოური ვალუტით ვაჭრობის მოქმედი დეტალური წესები და პირობები შეგიძლიათ დამატებით იხილოთ: სავალუტო ოპერაციებით მომსახურების წესები და პირობები

უცხოური ვალუტით ვაჭრობა ბლუმბერგის პლატფორმებზე

ბლუმბერგის სავალუტო სავაჭრო პლატფორმა BMatch-ი არის სისტემა, რომელიც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს გამჭვირვალობას და ლიკვიდობას სავალუტო ბაზარზე. BMatch სისტემა უზრუნველყოფს შემხვედრი განაცხადების ავტომატურ დაწყვილებას (მეჩინგს) და აღსრულებას. განაცხადის ავტორის იდენტიფიცირება შეუძლებელია, რაც კონფიდენციალობასა და მიუკერძოებლობას უზრუნველყოფს.

განაცხადის მინიმალური მოცულობა შეადგენს 100,000 აშშ დოლარს, ხოლო ბიჯი 10,000 აშშ დოლარს.

განაცხადის წარდგენის მომენტში კლიენტის შესაბამის მიმდინარე ანგარიშზე უნდა იყოს გარიგების ანგარიშსწორებისთვის საკმარისი თანხა, რომელიც დაიჯავშნება ბანკის მიერ უზრუნველყოფის სახით

განაცხადის განთავსება ბლუმბერგის Bmatch პლატფორმაზე შესაძლებელია ყოველ სამუშაო დღეს 17:30 საათამდე.

BMatch პლატფორმაზე განაცხადის წარდგენის საკომისიო არის ფიქსირებული, მიუხედავად კონკრეტული გარიგების მოცულობისა.

BMatch პლატფორმაზე განაცხადის განთავსების წესები, დეტალური პირობები და განაცხადის შევსების ინსტრუქცია შეგიძლიათ იხილოთ: სავალუტო ოპერაციებით მომსახურების წესები და პირობები.

განაცხადის ფორმა

განაცხადის განთავსება ბლუმბერგის სავაჭრო პლატფორმა RFQ-ზე

RFQ პლატფორმაზე ბანკი ვაჭრობს კლიენტის დავალებით, ბაზრის მონაწილეებისგან იღებს შემოთავაზებებს კლიენტის განაცხადის შესაბამისი გარიგებების შესახებ და კლიენტის მიერ მოთხოვნილი პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში უზრუნველყოფს გარიგების დადებას ბაზრის სხვა მონაწილესთან.

RFQ პლატფორმაზე განსათავსებელ განაცხადს კლიენტი ბანკს წარუდგენს წინასწარ განსაზღვრული ფორმით ინტერნეტ ბანკის საშუალებით. განაცხადის მინიმალური მოცულობა შეადგენს 100,000 აშშ დოლარს, ხოლო ბიჯი 10,000 აშშ დოლარს.

განაცხადის წარდგენის მომენტში კლიენტის შესაბამის მიმდინარე ანგარიშზე უნდა იყოს გარიგების ანგარიშსწორებისთვის საკმარისი თანხა, რომელიც დაიჯავშნება ბანკის მიერ უზრუნველყოფის სახით.

განაცხადის განთავსება ბლუმბერგის RFQ პლატფორმაზე შესაძლებელია ყოველ სამუშაო დღეს 16:30 საათამდე.

RFQ პლატფორმაზე განაცხადის საკომისიო შედგება ფიქსირებული და ცვლადი ნაწილებისგან. განაცხადის წარდგენის ფიქსირებული ნაწილი უცვლელია, მიუხედავად კონკრეტული გარიგების მოცულობისა. ცვლადი ნაწილის ასახვა ხდება კონვერტაციის კურსში, დადებული გარიგებების საშუალო შეწონილ კურსს დამატებული ბანკის მიერ კლიენტისთვის წინასწარ გასაზღვრული მარჟით.

RFQ პლატფორმაზე განაცხადის განთავსების წესები, დეტალური პირობები და განაცხადის შევსების ინსტრუქცია შეგიძლიათ იხილოთ: სავალუტო ოპერაციებით მომსახურების წესები და პირობები.

განაცხადის ფორმა

სავალუტო ოპერაციებით მომსახურების წესები და პირობები - ძალადაკარგული (31.01.2021)

*სპოტ სავალუტო კონტრაქტი - უცხოური ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაცია ლარის ან სხვა უცხოური ვალუტის მიმართ, გარიგების დადების მომენტში შეთანხმებული კურსით, რომლის მიხედვითაც ანგარიშსწორება ხორციელდება გარიგების დადების დღეს, გარიგების დადების მომდევნო პირველ სამუშაო დღეს, ან გარიგების დადებიდან მეორე სამუშაო დღეს;

**BMatch - ბლუმბერგის სავაჭრო სისტემის პლატფორმა, რომლის მეშვეობით ბანკი კლიენტის დავალებით განათავსებს ვალუტის ყიდვის/გაყიდვის განაცხადს, რომელიც გაცვლითი კურსის თანხვედრის შემთხვევაში სავაჭრო სისტემის მიერ კმაყოფილდება ავტომატურად;

***RFQ – ბლუმბერგის სავაჭრო სისტემის პლატფორმა, რომლის მეშვეობით ბანკი თავისი სახელით და/ან კლიენტის დავალებით მის მიერ არჩეულ სისტემის სხვა მონაწილეს/მონაწილეებს უგზავნის ვალუტის ყიდვის და/ან გაყიდვის განაცხადს, რომელიც სავაჭრო სისტემაში საჭიროებს გარიგების ორივე მხარის დასტურს;