ისტორია

2018 ბანკი აღიჭურვა უჩვეულო და საეჭვო პირების მაკონტროლებელი დამატებითი საინფორმაციო-საძიებო ბაზების პროვაიდერი კომპანიის - DOW JONES-ის საინფორმაციო უზრუნველყოფით.

2018 წარმატებით დაინერგა ფინანსური ინსტრუმენტების გაუფასურების მეთოდოლოგია IFRS 9-ის მიხედვით

2018 დასრულდა სათადარიგო სასერვეროს აწყობის პროექტი. აღნიშნული შესაძლებლობას იძლევა, რომ საჭიროების შემთხვევაში ბანკი სრულიად დამოუკიდებლად მოემსახუროს VISA-ს და Mastercard-ის სისტემის ბარათების მფლობელებს, ბანკომატებს და POS ტერნიმალებს, ასევე ელ-კომერციის მერჩანტებს

2018 დაიწყო უკონტაქტო ბარათების გამოშვება, წლის ბოლოს კი ბანკის საბარათე ბიზნესი მთლიანად გადავიდა უკონტაქტო პროდუქტების გამოშვებაზე - ვიზას უკონტაქტო ბარათების შემდეგ დაიწყო მასტერქარდის უკონტაქტო ბარათების გამოშვება

2018 დაინერგა ორი პრემიალური საბარათე პროდუქტი - Visa Infinite და Mastercard World Elite

2018 ,,ბანკ ქართუს“ სარეიტინგო კომპანია „Fitch“-ის მიერ მიენიჭა IDR-ის (Issuer Default Rating) რეიტინგი „B სტაბილური პერსპექტივა“, ხოლო საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია ,,S&P Global Rating’’ - ის მოქმედი რეიტინგი იყო ,,B სტაბილური განვითარება’’

2017 დეკემბერში ბანკმა გამოუშვა Visa და MasterCard უკონტაქტო ბარათები განახლებული დიზაინით

2017 სექტემბერში გააქტიურდა ბანკი ქართუს მობაილ ბანკის აპლიკაცია და მობაილ დიჯიპასი

2017 ოქტომბერში სასტუმროში - „Paragraph Resort & Spa Shekvetili, Autograph Collection Hotel“ ამოქმედდა სს ,,ბანკი ქართუს’’ ბათუმის სერვისცენტრის 24 საათიანი შეკვეთილის განყოფილება

2017 3 აგვისტოს საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია „S&P Global Rating“-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად, სს „ბანკ ქართუს“ მიენიჭა ემიტენტის საკრედიტო რეიტინგი (Issuer Credit Rating) „B/B სტაბილური განვითარება“

2017 ივნისში ბანკი ქართუმ მონაწილეობა მიიღო კამპანიაში ,,დარგე შენი ხე’’, რომლის ფარგლებშიც დაირგა 1000 ძირი ხე ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ნახანძრალი ტერიტორიის აღსადგენად

2017 ივნისის თვეში გაიხსნა ბანკი ქართუს ტრენინგ ცენტრი, სადაც ბანკის თანამშრომლებისთვის ტარდება სხვადასხვა სახის ტრენინგი

2017 მაისში გააქტიურდა cartubank.ge-ს დომენის ქართულენოვანი ანალოგი - ბანკიქართუ.გე. რომლის მეშვეობითაც უკვე მშობლიურ ენაზეა შესაძლებელი ბანკის ვებგვერდთან წვდომა

2017 1 მაისიდან დაინერგა ფიფქიანი ნომერი - *8080, რომლის საშუალებითაც უფრო სწრაფად და მარტივად გახდა შესაძლებელი ბანკთან დაკავშირება მობილური ტელეფონით

2017 აპრილში ბანკი ქართუ გაწევრიანდა ,,საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში’’

2017 ბანკი ქართუ 20 წლისაა! იხ. “საიუბილეო კატალოგი 20/100“

2016 ბანკი ქართუს სწრაფი ფულად გზავნილებს კიდევ ერთი სისტემა შეემატა - CONTACT.

2015 ბანკი ქართუს სწრაფი ფულად გზავნილების სიტემას შეემტა ახალი გავნილი "ზოლოტაია კორონა".

2015 საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია „Fitch“-ის მიერ ჩატარებული საფუძვლიანი კლევის შედეგად, 2015 წლის 30 სექტემბერს კომპანია „Fitch“-მა ბანკი ქართუს მიანიჭა IDR-ის (Issuer default Rating) რეიტინგი „B+ სტაბილური პერსპექტივა“.

2015 ბანკი ქართუმ სახელმწიფო პროგრამაში „აწარმოე საქართველოში“ ჩართვისა და კომპანიების მხარდაჭერისთვის ბიზნესგაერთიანება საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციისა და მეწარმეობის განვითარების სააგენტოსგან მიიღო მადლობის სიგელი.

2015 ბანკი ქართუმ კორპორაციულ კლიენტებს მოკლევადიანი ფულადი საჭიროებების დასაფინანსებლად შესთავაზა VISA/MasterCard საკრედიტო ბიზნესბარათები.

2014 ბანკი ქართუ მონაწილეობს სახელმწიფოს მიერ ინიცირებულ პროექტებში – „შეღავათიანი აგროკრედიტი“ და „აწარმოე საქართველოში“.

2014 ბანკი ქართუმ MasterCard ბარათებისთვის დანერგა უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტი – MasterCard Secure Code.

2013 ბანკი ქართუს მთაწმინდის, ქუთაისისა და ბათუმის ფილიალები გადაკეთდა შესაბამის სერვისცენტრებად.

2013 შეიცვალა ბანკის სტრუქტურა.

2011 ბანკი ქართუმ ამიერკავკასიაში პირველმა და აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთმა პირველთაგანმა დანერგა ინტერნეტტრანზაქციების უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტი Visa ბარათებისთვის – ვიზას უსაფრთხოების სერვისი – Verified by Visa.

2011 გაიხსნა ბანკი ქართუს ისნის სერვისეცნტრი.

2009 გაიხსნა ბანკი ქართუს თელავის სერვისცენტრი.

2008 გაიხსნა ბანკი ქართუს საბურთალოს და გორის სერვისცენტრები.

2007 ბანკი ქართუმ, ვაჭრობის ხელშეწყობის მიზნით, American Express Bank-თან მიაღწია შეთანხმებას 1 მლნ აშშ დოლარის ოდენობის საკრედიტო ხაზის გამოყოფის შესახებ.

2007 საერთაშორისო განვითარების ასოციაციამ (IDA) და სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდმა (IFAD), საქართველოში მსოფლიო ბანკის (World Bank) ფინანსური მხარდაჭერით განსახორციელებელი პროექტის ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან გააფორმეს ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, სს "ბანკი ქართუ"-ს სასოფლო-სამეურნეო პროექტების დასაფინანსებლად დაუმტკიცდა 2,5 მლნ აშშ დოლარის ოდენობის საკრედიტო ხაზი.

2007 ბანკი ქართუმ შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკთან (BSTDB) მიაღწია შეთანხმებას 2008 წლის იანვრიდან 5 მლნ აშშ დოლარის მოკლევადიანი, განახლებადი საკრედიტო ხაზის გამოყოფის შესახებ. შეთანხმების ფარგლებში, 2007 წელს სავაჭრო ოპერაციების დასაფინანსებლად ხელი მოეწერა ხელშეკრულებას 1,5 მლნ აშშ დოლარის მოცულობის საკრედიტო ხაზის გამოყოფის შესახებ.

2006 გაიხსნა ბანკი ქართუს ვაკის სერვისცენტრი.

2006 ბანკი ქართუმ ევროპის რეკონტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) ხელი მოაწერა ხელშეკრულებას ვაჭრობის დაფინანსების ხელშეწყობის საგარანტიო ხაზის გამოყოფის შესახებ.

2006 ბანკი ქართუ სწრაფ ფულად გზავნილებს ახორციელებს Money Express-ის, Anelik-ის და Unistream-სისტემების საშუალებით.

2006 ბანკი ქართუმ დანერგა მოკლე ტექსტური შეტყობინებებით (SMS) ინფორმაციის გავრცელების მომსახურება.

2006 ბანკი ქართუმ MasterCard-გან მიიღო ელექტრონული კომერციის ლიცენზია.

2005 ბანკი ქართუმ VISA International-გან მიიღო ელექტრონული კომერციის ლიცენზია.

2005 ბანკი ქართუმ დანერგა დისტანციური მომსახურების სერვისი – ინტერნეტბანკი.

2004 გაიხსნა ბანკი ქართუს ბათუმის ფილიალი.

2004 ბანკი ქართუმ, პარტნიორ ბანკებთან ერთად, რუსეთსა და დსთ-ის ქვეყნებში (აზერბაიჯანი, სომხეთი, უკრაინა, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი, მოლდოვის რესპუბლიკა, ბელორუსი) ახალი საბანკო პროდუქტი – ფულადი გზავნილების სისტემა „Быстрая Почта“ დანერგა.

2004 სერტიფიცირების შემდეგ ბანკი ქართუს საქართველოს სავაჭრო და მომსახურების ობიექტებში MasterCard-ის პლასტიკური ბარათების მომსახურების უფლება მიენიჭა. ამჟამად ბანკი ქართუ ადგილობრივ ბაზარზე ერთადერთი ბანკია, რომელიც VISA-ის, MasterCard-ის, American Express-ის დაDiners Club-ის საერთაშორისო პლასტიკურ ბარათებს ემსახურება.

2003 ბანკი ქართუმ დაიწყო MasterCard ბარათების გამოშვება.

2003 საგამომცემლო სახლ Georgian Times-ის მიერ ორგანიზებულ, ყოველწლიური ბიზნესრეიტინგის საზეიმო ცერემონიალზე ბანკი ქართუმ გაიმარჯვა ნომინაციაში „წლის საუკეთესო კომპანია/ბიზნესი“, ასევე, დაჯილდოვდა პრიზით ნომინაციაში „სტაბილური პროგრესი და დინამიკურობა“.

2003 ბანკი ქართუმ მოიპოვა American Express და Diners Club ბარათების მომსახურების უფლება.

2002 საგამომცემლო სახლმა Georgian Times ტრადიციულ ბიზნესრეიტინგში ბანკი ქართუ და მისი ხელმძღვანელი საქართველოს ოცდაერთ საუკეთესო კერძო კომპანიათა შორის დაასახელა.

2002 ბანკი ქართუ გახდა MasterCard-International საგადამხდელო სისტემის ძირითადი წევრი.

2001 ბანკი ქართუს მიენიჭა VISA-ის საერთაშორისო საბარათო სისტემის ძირითადი წევრის სტატუსი.

2001 ბანკი ქართუმ შეისყიდა სს კბ „აბსოლუტი“-ს აქტივ-პასივების ნაწილი, გახდა საბარათო ბიზნესის სრული პაკეტისა და საპროცესინგო ცენტრის მფლობელი.

2001 გაიხსნა ბანკი ქართუს მთაწმინიდსა და ქუთაისის ფილიალები.

2000 ბანკი ქართუმ დაიწყო ფიზიკური პირებისათვის სწრაფი ფულადი გზავნილების განხორციელება ფულადი გზავნილების სისტემა Western Union-ისა და Импексбанк-ი საშუალებით.

1998 ბანკი ქართუმ მიიღო საქართველოს ფასიანი ქაღალდების გამოშვების ლიცენზია.

1998 სს კბ „როსიისკი კრედიტი-ქართუ“-ს ეწოდა სს „ბანკი ქართუ“.

1997 სს კბ „როსიისკი კრედიტი-ქართუ“ გაწევრიანდა SWIFT-ის საერთაშორისო სისტემაში.

1997 სს კბ „როსიისკი კრედიტი-ქართუ“-მ მიიღო საბანკო ლიცენზია.

1996 დაფუძნდა სს კომერციული ბანკი „როსიისკი კრედიტი-ქართუ“.